ძებნა მესაკუთრის/მოვალის პირადი/საიდენტიფიკაციო ან/და ნივთის სერიული ნომრით




  

განცხადების ძებნა









 




 
მოგესალმებით,

თქვენ იმყოფებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გირავნობის/ლიზინგის უფლებათა რეესტრის ვებ-გვერდზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებებს, კერძოდ: განცხადების შინაარსს, განცხადების განხილვის ეტაპს, განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. სასურველი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლედ მარცხენა ვერტიკალურ მენიუში განთავსებული საძიებო პანელით: "განცხადების ძებნა". ძებნა შესაძლებელია ერთ-ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმით:

  • ნივთის სერიული ნომრით
  • სუბიექტით ძებნა
  • რეგისტრირებული განცხადების ნომრით
  • განცხადების რეგისტრაციის პერიოდით
  • მომსახურების სახეობით
  • განცხადების სტატუსით

გახსოვდეთ, გირავნობის/ლიზინგის უფლებათა რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებილ გადაწყვეტილებას, ამონაწერს, ინფორმაციას მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან და სხვა ნებისმიერ ელექტრონულად გაცემულ დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი, გააჩნია სრული იურიდიული ძალა და სწორედ ამ სახით უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ. თუ გადაწყვეტილება, ამონაწერი ან ინფორმაცია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან უნდა წარადგინოთ აპოსტილით დასამოწმებლად, აღნიშნულ დოკუმენტებზე სამსახურებრივი ბეჭდის დასმა მოითხოვეთ შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ან "სახალხო ბანკის" ნებისმიერ ფილიალში ან სერვის-ცენტრში.